logo
ENG



აშშ-ში ქარიშხალ "ჰელენის" შედეგად სულ მცირე 43 ადამიანი დაიღუპა

28 სექ 202412:26
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/28/lr317fgu6dii5gz.jpg

აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთით ქარიშხალი "ჰელენის" შედეგად სულ მცირე 43 ადამიანი დაიღუპა. მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ქარიშხალი ჯერ შტატ ფლორიდას დაატყდა თავს, შემდეგ გადავიდა ჯორჯიის შტატში, შემდეგ კი ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინებში.

მიუხედავად იმისა, რომ 24 საათში ქარიშხალი საგრძნობლად შესუსტდა, მეტეოროლოგები მოსახლეობას ძლიერი ქარის, წვიმისა და ტორნადოს წარმოქმნის საფრთხეების შესახებ აფრთხილებს. ქარიშხლის ზონაში სახლები და გზები ნაწილობრივ დატბორილია.

ქარიშხალი "ჰელენი მე-4 კატეგორიის ქარიშხალია, მეორე ყველაზე ძლიერი ქარიშხალი, რომლის ქარის სიჩქარე 240 კმ/სთ-მდეა. აშშ-ში ქარიშხლების სიძლიერის რეიტინგში "ჰელენმა" მე-14 ადგილი დაიკავა. ამავდროულად, მისი სიგანე 675კმ-ია, მასზე მსხვილი მხოლოდ 2017 წელს ქარიშხალი "იდა" და 1996 წელს ქარიშხალი "ოპალი" იყო.

ფლორიდის შტატში სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა. ჯორჯიის გუბერნატორის ბრაიან კემპის განცხადებით, ქარიშხლის მსხვერპლის სულ მცირე 15 ადამიანი გახდა, მათ შორის ერთი მაშველი. მისივე თქმით, შტატში 150 გზაა გადაკეტილი, 1,3 შუქნიშანი მწყობრიდანაა გამოსული, ხოლო ზოგიერთ შენობაში ადამიანები ჩაიკეტნენ.

CBS News წერს, რომ სამხრეთ კაროლინაში სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა, ჩრდილოეთ კაროლინაში - 2, ვირჯინიაში - 1.


close დახურვა